ENRU
დაჯავშნე ონლაინ
SANLE

წარბის ლამინირება და კორექცია თბილისში

წარბის ლამინირება, შეღებვა და კორექცია — მოწესრიგებული ფორმა დიდი ხნით.

წარბები — SANLE Beauty Salon

წარბის ლამინირებისა და კორექციის ფასები

ვინ აკეთებს: სოფი, ნინი

ფასები ლარშია. საბოლოო ფასი შეიძლება დამოკიდებული იყოს სამუშაოს მოცულობაზე — დაგვიკავშირდით დასაზუსტებლად.

  • წარბის ლამინირება90₾-დანWhatsApp
  • წარბის ლამინირება + შეღებვა100₾-დანWhatsApp
  • წარბის კორექცია25₾-დანWhatsApp

ფასები ლარშია. საბოლოო ფასი შეიძლება დამოკიდებული იყოს სამუშაოს მოცულობაზე — დაგვიკავშირდით დასაზუსტებლად.

SANLE

წარბის ლამინირება — რა უნდა იცოდეთ

ლამინირება, შეღებვა და კორექცია

  • ლამინირება — წარბის ღერები რბილდება, სასურველი მიმართულებით ლაგდება და ფიქსირდება; ბოლოს ღერებს მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებით ამუშავებენ.
  • ლამინირება + შეღებვა — იგივე პროცედურა, დამატებით წარბის შეღებვა: ღია ან ნაცრისფერი ღერები უფრო შესამჩნევი ხდება.
  • კორექცია — თუ მხოლოდ ფორმის მოწესრიგება გჭირდებათ: ზედმეტი ღერების მოშორება.

რას ნიშნავს და რა შედეგს იძლევა ლამინირება

  • წარბი უფრო სავსე და ფართო ჩანს, სიცარიელეები ვიზუალურად იფარება, ფორმა კი მთელი დღე ნარჩუნდება — გელის გარეშე.
  • პროცედურა უმტკივნეულოა. ლამინირება საკუთარ ღერებთან მუშაობს, კანში პიგმენტი არ შეჰყავთ და შედეგი რამდენიმე კვირაში თანდათან ქრება.
  • თუ წარბის ნაწილში ღერები საერთოდ არ იზრდება, ლამინირება ამ სიცარიელეს ვერ შეავსებს — ასეთ დროს უკეთესი არჩევანი შეიძლება პერმანენტული მაკიაჟი იყოს.

წარბის მოვლა ლამინირების შემდეგ

  • პირველი 24 საათის განმავლობაში წარბებს ნუ დაისველებთ და მათზე მაკიაჟს ნუ გაიკეთებთ;
  • ამავე პერიოდში მოერიდეთ საუნას, ორთქლს და სახით ბალიშზე ძილს;
  • წარბზე ნუ გამოიყენებთ სკრაბს და პილინგის საშუალებებს;
  • დღეში ერთხელ დაივარცხნეთ წარბები სასურველი მიმართულებით.
  • ლამინირების გამეორება, როგორც წესი, 6–8 კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული.
SANLE

წარბის ფორმა — ჩვენი ნამუშევრები

ჩვენი ნამუშევრები და სალონი. დააჭირეთ ფოტოს გასადიდებლად.

მთელი გალერეა →

SANLE

ხშირი კითხვები

რა ღირს წარბის ლამინირება?

წარბის კორექცია: 25₾-დან; წარბის ლამინირება: 90₾-დან; წარბის ლამინირება + შეღებვა: 100₾-დან. ყველა ფასი ამ გვერდზეა, ზემოთ.

ვინ აკეთებს წარბის ლამინირებას?

სპეციალისტები: სოფი და ნინი.

რას ნიშნავს წარბის ლამინირება?

წარბის ღერები რბილდება, სასურველი მიმართულებით ლაგდება და ფიქსირდება. წარბი უფრო სავსე და ფართო ჩანს, ფორმა კი მთელი დღე ნარჩუნდება — გელის გარეშე.

რამდენ ხანში ერთხელ კეთდება ლამინირება?

ლამინირების გამეორება, როგორც წესი, 6–8 კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული.

სად მდებარეობს სალონი და როდის მუშაობთ?

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 34, თბილისი — მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს. ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 21:00-მდე — მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.

როგორ ჩავეწერო?

ონლაინ ამ საიტიდან, ტელეფონით +995 599 56 93 23 ან WhatsApp-ით. ონლაინ ჯავშანს დაგიდასტურებთ ზარით ან WhatsApp-ით.

SANLE

წაიკითხეთ ბლოგში

ლამინირებული, მოწესრიგებული წარბები — სანლეს ნამუშევარი, თბილისიწარბის ლამინირება ზამთარში: რატომ არის ცივი სეზონი საუკეთესო დრო და როგორ მოვუაროთწარბის ლამინირება ზამთარში: რატომ ძლებს ცივ სეზონში დიდხანს, როგორ დავიცვათ წარბი ქარისა და გათბობისგან და რამდენ ხანს ინარჩუნებს ფორმას. სანლე, თბილისი.წარბის ფორმა სახის ფორმის მიხედვით — სანლეს პოსტერიწარბის ფორმა სახის ფორმის მიხედვით: რომელი წარბი გიხდებათ?წარბის ფორმა და წარბების ფორმები 6 სახის ტიპისთვის: ოვალური, მრგვალი, კვადრატული, წაგრძელებული, გულის ფორმის და რომბისებრი. სამი წერტილის წესი და შეცდომები.ბუნებრივი, მოვლილი იერი — სანლეს ნამუშევარიბუნებრივი სილამაზის ტრენდი: მოვლილი იერი ზედმეტი მაკიაჟის გარეშერას ნიშნავს ბუნებრივი სილამაზის ტრენდი და როგორ მიაღწიოთ მოვლილ, მაგრამ ბუნებრივ იერს: წარბები, წამწამები, კანი, ფრჩხილები და მსუბუქი მაკიაჟი.

ჩამოტვირთეთ SANLE-ს აპლიკაცია